საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს და საია, როგორც მზია ამაღლობელის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საია ასევე მიმართავს საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საკითხზე სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში, სადაც „საზოგადოებას წარუდგენენ განცხადებას, რომლითაც ასობით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს“.