რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გასულ ღამეს 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების ცნობით, დრონები რუსეთის 5 რეგიონში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის რეგიონის, 11- ბელგოროდის, 4 - კურსკის, თითო-თითო კი ორიოლისა და ტვერის რეგიონების ტერიტორიებზე გაანადგურეს.