უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ მეთაურად მიხაილ დრაპატიი დანიშნა. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში უკრაინის ჯარების სამეთაურო შტაბის გაძლიერების ბრძანება გასცა, რადგან ბრძოლების ყველაზე სასტიკი მიმართულებები სწორედ იქ არის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერალ-მაიორი დრაპატიი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის უფლებამოსილებებს შეინარჩუნებს. ამასთან, გენერალ-მაიორი ანდრეი გნატოვი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ზელენსკის განმარტებით, მისი ამოცანა ოპერატიული შტაბის მომზადების ახალი დონის შექმნა, ასევე, შტაბსა და ფრონტს შორის ურთიერთქმედების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.