უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ მოლდოვისთვის გაზის მიზანმიმართული შეწყვეტა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. პრეზიდენტების განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების პოლიტიკა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად რუსეთის შესაძლებლობებს ზღუდავს.