ტრამპის პირობები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს - აშშ-ს პრეზიდენტი ქარიშხალ “ჰელენის” შედეგად დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ჩავიდა. მან ბაიდენის ადმინისტრაცია და საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტო მკაცრად გააკრიტიკა და განმარტა, რომ მათ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სათანადო რეაგირება არ გაწიეს. აშშ-ის პრეზიდენტი დაზარალებულ ოჯახებს მიყენებული ზიანის სწრაფად გამოსწორებას დაპირდა. ქარიშხალმა ჩრდილოეთ კაროლინაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და შტატს 60 მილიარდი დოლარის ოდენობით ზარალი მიაყენა.