ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე საუბრობს. მან საქართველოში ვიზიტის დროს ამაღლობელი ციხეში მოინახულა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი.