თბილისის მერიასთან, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ . აქციის მონაწილეების მიზანი საჯარო სექტორში დასაქმებული პირების სოლიდარობა და მხარდაჭერაა. მათი შეფასებით, ვერავინ ვერ გათელავს იმ ძალისხმევას, რომელიც მათ საქართველოსთვის გაიღეს. ისინი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს მოუწოდებენ, რომ არ შეშინდნენ და საქართველოს დემოკრატიის დაცვა გააგრძელონ. როგორც კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა საბა ბუაძემ აქციაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ საჯარო სექტორის გასუფთავებას - რეორგანიზაცია დაარქვა, რომლის მიზანიც საჯარო სექტორიდან კრიტიკული თანამშრომლების წნეხის ქვეშ მოქცევაა.