აშშ-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესოს. ჰადსონის ინსტიტუტის "კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის " დირექტორი, ნეით სიბლი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ ივანიშვილს სანქციები დროულად დაუწესოს. ამ ინიციატივისთვის ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ნეით სიბლს მადლობას უხდის. საკითხს გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში.