გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი აქცია “გადაიხადე, რამდენიც გინდა“ დაბრუნდა და დღეიდან, 24 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ყველასთვის კარგად ნაცნობ წიგნს, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“.
როგორც უკვე იცით, აქცია ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათის მატარებელია და მუდმივად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ამ კონკრეტული შეთავაზებით გამომცემლობა მკითხველთან ერთად სოლიდარობას უცხადებს რეჯიმის პატიმრის ოჯახს (ვეფხია კასრაძის ოჯახს). შეგახსენებთ რომ გადაიხადეთ ის ფასი, რომელიც თავად მიგაჩნიათ სამართლიანად ამ წიგნისათვის - 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, ხოლო 10 ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში. ჩავერთვებით გაგარინის ბიბლუსიდან.