საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანსი ლიბანს ეწვია. ის ლიბანის მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ლიბანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ნავაფ სალამს, ასევე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიბანის პრეზიდენტთან შეხვედრირას მან ყურადღება რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში ბეირუთში საუდის არაბეთის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლის პირველი ვიზიტია. ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მას წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის, წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა.