ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ინიციატივას მმართველი პარტიის ოპონენტები გამოეხმაურნენ. როგორც ისინი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა დასავლური დემოკრატიისთვის მიუღებელია, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მათ სანქციების საკამოდ მკაცრი პაკეტი შეიმუშაონ. ოპოზიციონერები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება მძიმე ფაქტია, თუმცა ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნებისთვის ეს აუცილებელი ქმედებაა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში უკვე წარადგინეს.