მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქში სამხედრო დრონები ჩამოაგო. წინასწარი მონაცემებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას ადგილზე ზარალი ან მსხვერპლი არ მოჰყვა. ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ მოსკოვში დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და ვნუკოვოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს, თუმცა მოგვიანებით მაინც განაახლეს. 23 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში, ასევე ყირიმის თავზე 49 უკრაინული დრონი გაანადგურეს.