ტყის ხანძარი კალიფორნიაში - ოთხშაბათს ლოს-ანჯელესის მახლობლად გაჩენილმა ხანძარმა უკვე 9400 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 31300 ადამიანისთვის გაიცა. სამხრეთ კალიფორნიის უდიდესი ნაწილი წითელი დროშის ქვეშ რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხანძრის უკიდურესი რისკის წინაშე იმყოფებიან. კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე განლაგებულია 1100 მეხანძრე.