ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს კაპიტოლიუმში უმასპინძლეს. ინფორმაციას სენატორი, ჯინ შაჰინი პლატფორმა X-ის გვერდზე აქვეყნებს. . გამქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. „მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის, მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, - წერს შაჰინი. ამერიკელი სენატორი განცხადებას თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი რესპუბლიკური პარტიიდან.