უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ უკრაინა ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. ამას მხარს ყველა დაუჭერს. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.