ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრაზე უკრაინასა და ისრაელს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
„უკრაინა მოხარულია, რომ მძევლები სახლში ბრუნდებიან. ჩვენი საუბრის მთავარ თემებს შორის საერთო გამოწვევები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზები იყო“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.