გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაით, აშშ-ის პრეზიდენტმა , დონალდ ტრამპმა შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლად ჟღერს. კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან კონფლიქტთან ისინი უფრო ახლოს არიან.