ვიხილავთ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრ სანქციებს "ქართული ოცნების" მისამართით - ამერიკის შეერთებული შტატების 47ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში კონგრესმენმა ჯო უილსონმა სანქციების სამიზნეთა სიაში პირველ ნომრად სწორედ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. იმის მიუხედავად რომ ქართული ოცნების წევრები დონალდ ტრამპის მმართველობაზე დადებით იმედებს ამყარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სანქციების მოლოდინში არიან. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელია დიქტატორები, ბიძინა ივანიშვილი კი მათი თქმით მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე. მსგავსი ტიპის მოსაზრება აქვთ ექსპერტებსაც, რომელებიც დონალდ ტრამპის მხრიდან, სანქციების კონტექსტში, მკაცრ გადაწყვეტილებებს ელიან.