რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს- თითქმის ორი თვეა როგორც ბარიეგადალახული ოპოზიციური პარტიების ასევე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე ქართული ოცნების რეჟიმი საბოლოოდ აუცილებლად ჩამოიშლება. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიცია თანმიმდევრული იყოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების კუთხით და არ შენელდეს მოსახლეობის საპროტესტო მუხტი. მსგავსი ტიპის მოსაზრება აქვთ ექსპერტებსაც. მათი თქმით იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს საქართველოში ქართული ოცნების მისამართით საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.