დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტია - ტრამპმა ამერიკის დიდებასა და მის გაძლიერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ იქნება იმაზე ძლიერი, ვიდრე როდესმე. ის არასდროს ჩაებმება და მეტიც, დაასრულებს მსოფლიოში მიმდინარე ომებს. გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ ამერიკაში ამიერიდან მხოლოდ ორი - მდედრობითი და მამრობითი სქესი იარსებებს. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა 1500 მსჯავრდებული, ხელი მოაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების აღმასრულებელ ბრძანებას და 90 დღით საგარეო დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა. ასევე ჯო ბაიდენის მიერ დანიშნული ოთხი მაღალჩინოსანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ კიდევ ათასზე მეტს გარდაუვალი გათავისუფლება ელოდება.