საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში - Palitra News

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში

2025-01-21 15:32:56+04:00

დღეს საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. ევროპარლამენტის დებატების გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე წარადგენენ მოხსენებას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. დღევანდელ დებატებთან დაკავშირებით ასევე ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც აქტიურად საუბრობენ.