დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და აშშ-ის მოსალონდელი შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით - საკითხი აქტიურად განიხილება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ქართული ოცნების კონკურენტი ძალები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიწვევა ინაუგურაციაზე, იმ ფონზე, რომ მმართველი პარტიის არცერთი წევრი არაა მიწვეული, ნათელს ხდის თუ ვის ანიჭებს დასავლეთი ლეგიტიმაციას. მათი შეფასებით, აშშ-ის პოლიტიკა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ შეიცვლება. მოსაზრებას კი განსაკუთრებით ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადება უმყარებთ, რომელიც მოსალოდნელი სანქციების შესახებ იუწყება.