საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას, კერძოდ, რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.