დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა - ამერიკის პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქეების წინაშე ამბიციური გეგმებით წარსდგა. მან ამერიკის დიდებასა და მის გაძლიერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ იქნება იმაზე ძლიერი, ვიდრე როდესმე. ის არასდროს ჩაებმება და მეტიც, დაასრულებს მსოფლიოში მიმდინარე ომებს. გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ ამერიკაში ამიერიდან მხოლოდ ორი - მდედრობითი და მამრობითი სქესი იარსებებს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. მისივე თქმით, ის გააძლიერებს არმიას და ამერიკას ძველ დიდებას დაუბრუნებს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან უკვე შეიწყალა 1500 მსჯავრდებული, ასევე ხელი მოაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების აღმასრულებელ ბრძანებას. რაც შეეხება სახელწიფო მდივნის კანდიდატურას. აშშ-ის სენატმა თანამდებობაზე მარკო რუბიო დაამტკიცა. სენატორებმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. მარკო რუბიო დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.