კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სპეციალური განცხადება გაავრცელეს და დაკავებულ პირებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მიმართვის ადრესატი სასამართლოც იყო. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს ხელით კულტურის სფეროს მიმართ რეპრესიებს ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეები მოსამართლეებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.