რუსული მედიის ინფორმაციით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის სამიზნე სამრეწველო საწარმოები იყო, თუმცა, ყველა დრონი განეიტრალდა, მსხვერპლი და დაზიანება კი არ ყოფილა. ამასთან, „როსავიაციის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ყაზანის აეროპორტში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავების მიღებასა და გაგზავნაზე შეზღუდვები დაწესდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის რეგიონებში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.