დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია ქართული საზოგადოებაც. ოპოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაზე დიდ იმედებს ამყარებს. დარწმუნებულები არიან რომ ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია არ შეიცვლება. როგორც ცნობილია დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გარდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.