ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ეს უზარმაზარი იმედის მომცემია და მომავალი დღეებისა და კვირების სირთულეების დასაძლევად სვლა გაგრძელდება. ღაზას სექტორში ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 40 სატვირთო მანქანა შედიოდა მაშინ, როცა კონფლიქტამდე ღაზაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 500 სატვირთო მანქანა იგზავნებოდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა, ღაზას სექტორში ყოველდღიურად 600 სატვირთო მანქანის შესვლას ითვალისწინებს.