გპირდებით, ყველას სახლში დავაბრუნებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ჰამასის ტყვეობიდან სამი მძევლის გათავისუფლებას მიესალმა. მან სამ ქალს სახლში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა მძევალი სახლში დააბრუნოს. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი მძევალი გათავისუფლდა, ძალაში 19 იანვარს შევიდა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი, რომელსაც გათავისუფლებული მძევლები ჰყავდა, თელ-ავივის საავადმყოფოში დაეშვა.