თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაპირისპირების დროს დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც პოლიციასა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.