უწყვეტი პროტესტის 52-ე დღესაც საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა დაკავებულ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და განაცხადეს რომ სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა პატიმრობაში. პროტესტში მონაწილეობა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებმაც მიიღეს.