საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ სატვირთო ავტომანქანით, ასევე თურქეთის 5 მოქალაქე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტ „სარფის“ ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა. პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.