უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ.