დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის 52-ე დღეს მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით - ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები. დღესვე დაგეგმილია არაერთი მსვლელობა, რომელთა საბოლოო ადგილი უცვლელია - მოქალაქეები პარლამენტთან მივლენ. როგორც მომიტინგეები მიიჩნევენ, „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება და მეტიც, იქამდე გაგრძელდება ვიდრე „ქართული ოცნება“ მოქალაქეების მოთხოვნებს არ შეასრულებს.