თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.