ვიქტორ ორბანმა აშშ-ში დემოკრატების ადმინისტრაციის დასასრულს გარდამტეხი მომენტი უწოდა. მისი განცხადებით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები პრეზიდენტ ტრამპს გაყალბების გზით მოპარეს და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა. ორბანმა ხაზი გაუსვა რესპუბლიკურ ნაციონალიზმსა და დემოკრატიულ გლობალიზმს შორის კონტრასტს, რომელიც, მისი თქმით, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებს, როგორიც „ჯორჯ სოროსის“ ქსელია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დემოკრატები ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟის ხელშეწყობისთვის და კონფლიქტის გზით თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის გააკრიტიკა. მისივე თქმით, ეს უკრაინის ომშიც ჩანს.