„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია, რომ ყველა დარჩენილი მძევალი გაათავისუფლოს, გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაამარტივოს და მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დააბრუნოს. დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ეგვიპტეს, კატარსა და აშშ-ს მოლაპარაკებებში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხდეს და მხარეებს შეთანხმების პირობების დაცვისკენ მოუწოდეს. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მოუწოდებენ ირანსა და მის მოკავშირეებს, ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან თავი შეიკავონ.