მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საჭიროებები განიხილეს. მათ ასევე ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება, დევნილთა საჭიროებების დასაცავად აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.