ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მორიგი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ მორიგ განცხადებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ. ამავდროულად, ქართველი პოლიტიკოსები ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასაც აქტიურად განიხილავენ. მათი შეფასებით, რაც უფრო მეტად ბრუტალური იქნება „ქართული ოცნების“ რეჟიმი, მით უფრო მეტად დამძიმდება სანქცირების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან.