საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები პატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, სასამართლო იქცა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ ინსტიტუციად, რომელიც მტკიცებულებების გარეშე, ადამიანებს თავისუფლებას ართმევს. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების ხაზი რუსთაველის გამზირზე გადის და ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.