აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს რათა, ხელი შეუწყოს საქართველოში ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.