ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმებებზე და ქმნის კრიზისს ბოლო მომენტში, რომელიც ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.