ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა, მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა ჯო ბაიდენმაც. რა ფაზებს მოიცავს მოლაპარაკებები და რა როლი აქვს აღნიშნულ საკითხში ამერიკას? - თემაზე ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ხვიჩია ისაუბრებს.