რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გუშინაც გადაკეტეს. მანამდე, კი დამსაქმებლები და დასაქმებულები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაიფიცნენ და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობა შეაჩერეს. გაფიცულთა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია რჩება - ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირი.