ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ლოკაციის, კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური და მოქნილი მიდგომისა და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას, რაც ძლიერი საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. მისივე თქმით, 2025 წლიდან, Starlink-ისა და ComCom-ის ერთობლივი ძალისხმევით მეტი სიახლე და საინტერესო პროექტებია მოსალოდნელი. სტეფან ნელსონმა, ამის შესახებ ინტერნეტ მმართველობის გლობალური ფორუმის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ სესიაზე ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ციფრული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ, რაც უზრუნველყოფს მყისიერ კომუნიკაციას, ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ასევე ახდენს გლობალური ცოდნისა და ბაზრებზე წვდომის დემოკრატიზაციას. მისივე მტკიცებით, ამ მიმართულებით საქართველოს უდიდესი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს .