„უცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. ადვოკატმა განმარტა, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. გიორგი ოკმელაშვილს ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება. გაზაფხულის აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვრამდე გადაიდო. მომდევნო სხდომაზე მხარეები რეპლიკით, ხოლო ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.