ხმაური იყო დოლიძის ქუჩაზე, სადაც გამაფრთხილებელ გაფიცვას ადგილობრივები და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები შეუერთდნენ. გაფიცული ახალგაზრდების განცხადებით, დოლიძის ქუჩაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც აქციის მონაწილეებს მოპირდაპირე კორპუსის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს, მათივე თქმით მალევე აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული პირები, მათ შორის ადგილობრივები გამოჩნდნენ რომლებმაც გასაფიცად შეკრებილ მოქალაქეებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველების განცხადებით რამდენიმე თავდამსხმელის იდენტიფიცირება თავად აქციის მონაწილეებმა შეძლეს და აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავებსაც მიაწოდეს.