ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრებო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებენ დროულად მოახდინონ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. საკითხთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთეს გახარია საქართველოსთვის წევრებმაც. ამ ეტაპზე გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. ოპოზიციონერ ლიდერზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვიდეო მიმართვით ეხმაურება.