თბილისის საქალაქო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა და პროკურატურის მხარის მოწმეების ჩვენებებს ვიდეომასალების მტკიცებულება არ ემთხვევა. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, გიორგი ოკმელაშვილს, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა ეს ფაქტი ექსპერტიზით დადგენილი არ არის. გიორგი ოკმელაშვილი პროცესის ბოლოს დასკვით სიტყვას იტყვის.