ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. საქართველოს საკითხებში, ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები დღეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, უმრავლესობის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. მონიტორინგის მისიის წევრებმა გუშინ უკვე მოისმინეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქციაზე მიმდინარეობის დროს დაშავებული პირების პოზიციები. საერთაშორისო ლიდერების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიესალმებიან. მათი განცხადებით შეხვედრა იქნება შესაძლერბლობა, საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ და ყურადღება გაამახვილონ ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე.